ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტმა Boeing 737-200 იყიდა, რომელიც აქამდე გაკოტრებული ავიაკომპანია Aerosvit-ის კუთვნილება იყო. თავად Aerosvit-მა ფრენები 2013 წელს შეაჩერა.

როგორც ირკვევა, ბორისპოლის აეროპორტმა თვითმფრინავი სამაშველო და უშიშროების სამსახურების სპეციალისტების წვრთნებისა და მომზადების მიზნით შეიძინა.

Boeing 737-200-ი, სარეგისტრაციო ნომრით UR-BVY, აეროპორტის ადმინისტრაციამ Aerosvit-გან 707 ათას გრივნად იყიდა.

თავად Boeing 737-200-ი 1982 წელსაა გამოშვებული და 1997 წლიდან Aerosvit-ის საკუთრებაშია. ბოლო წლების განმავლობაში კი თვითმფრინავი ბორისპოლის აეროპორტში უმოძრაოდ იდგა.