მალაიზიის სასამართლომ ახალი ზელანდიის მოქალაქე 6 ათასი მალაიზიური რინგიტით (დაახლოებით 1.4 ათასი დოლარი) დააჯარიმა. სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი კი მგზავრის მიერ ფრენისას კარის გაღების მცდელობა იყო.

სააგენტო Bernama-ს ინფორმაციით, ინციდენტი Malaysia Airlines-ის ბორტზე მოხდა, რომელიც კუალა ლამპურის მიმართულებით ასრულებდა რეისს.

ბორტგამცილებლის მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ფრენისას მგზავრი ალკოჰოლს ჭარბად მიირთმევდა. შემდგომ ადგა და კარის გაღება მოისურვა. აღნიშნულის შესახებ ბორტგამცილებელმა ინფორმაცია უმალვე მიაწოდა ხომალდის კაპიტანს.

მამაკაცს თვითმფრინავისათვის და მისი მგზავრებისათვის საფრთხის შექმნის მიზეზით ბრალი წარუდგინეს. სასამართლოს განჩინების მიხედვით, თუ კი მგზავრი ჯარიმას არ გადაიხდის, მაშინ მას 12 თვიანი პატიმრობა ემუქრება.

როგორც ბრალდებულის ადვოკატმა განაცხადა, მისი კლიენტი ბრალს აღიარებს და ბოდიშს იხდის.