2021 წლის ნოემბერში 2019 წლის ნოემბერთან შედარებით საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარი 7%-ით შემცირდა.

AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ მიმდინარე წლის ნოემბერში საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 1 840,485 ტონა შეადგინა, 2020 წლის ნოემბერში კი 1 915,925 ტონა.

შესაბამისად საანგარიშო პერიოდში ტვირთბრუნვა 3,94%-ითაა შემცირებული.

2021 წლის ნოემბერში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიერ 2019 წლის ნოემბერში გატარებულ ტვირთნაკადთან შედარებით კლება 6,99%-ა. 2019 წლის ნოემბერში აეროპორტმა 1 978,698 ტონა ტვირთი გაატარა.

შეგახსენებთ, რომ დღეისათვის საქართველოს აეროპორტებიდან ტვირთებს მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება.