ნიუ იორკის მასშტაბით ამოქმედდა შტატში შესვლის ახალი პროტოკოლი, რომელიც ეხება როგორც შტატებს შორის ასევე საერთაშორისო მგზავრებს.
ყველა მგზავრი, რომელიც შედის ნიუ იორკის შტატში, სხვა შტატიდან და CDC-ის (აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრი) მიერ აღნიშნულ მე-2 და მე-3 საფრთხის დონის მქონე ქვეყნიდან, ექვემდებარება 14 დღიან სავალდებულო კარანტინს შემდეგი წესების დაცვით:
მგზავრები, რომლებიც შტატის გარეთ იმყოფებოდნენ 24 საათზე მეტი დროის ხანგრძლივობით:
· ნიუ იორკის შტატში შესვლამდე, აუცილებელია მგზავრმა 3 დღით ადრე ჩაიტაროს შესაბამისი ტესტი COVID-19-ის გამოსავლენად;
· ნიუ იორკის შტატში შესვლისთანავე, მგზავრი უნდა გადავიდეს კარანტინში (თვით-იზოლაციაში) 3 დღით;
· კარანტინის მეოთხე დღეს, მგზავრმა უნდა ჩაიტაროს კიდევ ერთი COVID-19 ტესტი. თუ ორივე ტესტის პასუხი არის უარყოფითი, მგზავრს შეუძლია დატოვოს კარანტინი მეორე უარყოფითი პასუხის მიღების შედმეგ.
მგზავრები, რომელთა შტატის გარეთ ყოფნის პერიოდი არ აღემატება 24 საათს:
· შტატში შესასვლელად მგზავრს არ სჭირდება წინასწარ მიღებული COVID-19 ტესტის პასუხი;
· მგზავრს არ სჭირდება კარანტინის გავლა;
· მგზავრმა აუცილებლად უნდა შეავსოს „მგზავრობის ფორმა“ ნიუ იორკის შტატში შემოსვლისას. შემოსვლიდან 4 დღის შემდეგ, მგზავრმა აუცილებლად უნდა ჩაიტაროს COVID-19 ტესტი. ტესტის დადებითი პასუხის შემთხვევაში მგზავრს დაუკავშირდებიან იზოლაციის წესებთან და კონტაქტების მოძიებასთან დაკავშირებით.
ზოგადი შეკითხვებისთვის შეგიძლიათ დარეკოთ ნიუ იორკის შტატის ცხელ ხაზზე: 1-888-364-3065