2019 წლის მონაცემებით ნიცის აეროპორტმა – Nice Cote d’Azur Airport – 14,5 მლნ მგზავრი გაატარა, რაც 4.7%-ით მეტია 2018 წლის მაჩვენებლებთან შედარებით. ბოლო 7 წლის განმავლობაში მგზავრთნაკადის რეკორდული ზრდის გამო ნიცას მთავრობამ აეროპორტის გაფართოება გადაწყვიტა. უკვე დამტკიცებული გეგმის მიხედვით გაფართოვდება №2 ტერმინალი 25 000 მ2-ით.
საწყის ეტაპზე მოეწყობა მოფრენის ზონა. სამშენებლო სამუშაოები კი სრულად 2021 წლისთვის დასრულდება.