ავიაკომპანია Georgian Airways-ი ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს. კომპანიის ინფორმაციით, 5 ივლისიდან თბილისი-ნიცა-თბილისის საჰაერო ხაზზე ფრენები კვირაში ორი სიხშირით განხორციელდება.
„გვინდა სიხარულით გაცნობოთ, რომ 5 ივლისიდან გვემატება ახალი მიმართულება:
თბილისი-ნიცა-თბილისი: ყოველ ოთხშაბათს და შაბათს.
ბილეთის დასაჯავშნად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჩვენს გაყიდვების ოფისებს, ოფიციალურ პარტნიორ სააგენტოებს, ან ეწვიოთ ვებსაიტს“, – აცხადებენ ავიაკომპანიაში.