თბილისის მიმართულებით 3 იანვარს ჩანიშნული ფრენა გააუქმა თურქულმა ავიაკომპანია Turkish Airlines-მა. როგორც AviaNews-ს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში განუცხადეს, სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის რეისის გაუქმების მიზეზი თბილისში ძლიერი ნისლი და ცუდი ხილვადობაა.
რეისები TK 386 და TK 387, რომელიც აეროპორტ “სტამბოლიდან” თბილისის მიმართულებით და შემდგომ თბილისიდან სტამბოლის მიმართულებით უნდა შესრულებულიყო არსებულ განრიგში უკვე “გაქუმებულის” სტატუსით იძებნება.