ნიდერლანდების წარმომადგენელთა პალატის წევრთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა მოგზაურთათვის ახალი გადასახადის დაწესებას. მისი დანერგვის შემთხვევაში ტრანზიტულ მგზავრებს დამატებით 50 ევროს გადახდა მოუწევთ.
საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს კვირებში გახდება ცნობილი. მაგრამ არც ერთი ევროპული ქვეყანა ჯერ არ აგროვებს ფულს ტრანზიტი მოგზაურებისგან.
ამსტერდამის შიფჰოლის აეროპორტი, სხვათა შორის, შემაერთებელი ფრენების რაოდენობით ტოპ 3-შია. გადასახადის შემოღების შემთხვევაში, არსებობს შანსი, რომ მოგზაურებმა აირჩიონ სხვა სატრანზიტო მიმართულებები.
ქვეყანა ახალი გადასახადიდან შესული თანხის გამოყენებას ელექტროენერგიის საფასურის შესამცირებლად გეგმავს. თუმცა, ნიდერლანდებში ყველა არ უჭერს მხარს მთავრობის იდეას.