ნიდერლანდების მთავრობამ შეცვალა ქვეყნის საზღვარზე ორმაგი ტესტის წარდგენის რეგულაცია. 3 მარტიდან, ნიდერლანდებში ინფიცირების მაღალი რისკის ქვეყნიდან შემავალმა 13 წლის ან უფრო მეტი ასაკის მგზავრს აქვს ორი ვარიანტი:
(1) მგზავრს შეუძლია წარადგინოს მხოლოდ PCR ტესტის უარყოფითი პასუხი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ტესტი გაკეთებულია ბოლო 12 საათში, ან
(2) თუ მგზავრი ვერ ახერხებს PCR ტესტის გაკეთებას ბოლო 12 საათში, მან უნდა წარადგინოს როგორც ბოლო 72 საათში გაკეთებული PCR ტესტის, ასევე – ბოლო 4 საათში გაკეთებული სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხები. აღნიშნული ვალდებულება ვრცელდება ინფიცირების მაღალი რისკის ქვეყნებიდან, მათ შორის ნიდერლანდებში შემომსვლელ ტრანზიტულ მგზავრებზეც.
ორივე ტესტის უარყოფით პასუხთან ერთად, მგზავრებმა დამატებით უნდა იქონიონ:
1) შევსებული, ხელმოწერილი და ამობეჭდილი „უარყოფითი პასუხის განაცხადი“ (Negative Test Declaration), რომლის ინგლისურენოვანი ვერსიის ჩამოტვირთვაც შესაძლებელია შემდეგი ბმულიდან: https://bit.ly/36TCcHU, და
2) „ჯანმრთელობის განაცხადი“ (Health Statement), რომელიც ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3qBaIhY.
დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნას ამობეჭდილი (მატერიალური) სახით. აღნიშნული დოკუმენტების ციფრული სახით (ტელეფონით, ტაბლეტით, კომპიუტერით და ა.შ.) ჩვენება არ არის საკმარისი. ეს დოკუმენტები მგზავრმა უნდა წარუდგინოს როგორც შესაბამის ავიაკომპანიას ან გემის კომპანიას გამგზავრებამდე, ასევე ნიდერლანდებში შესვლისას – სასაზღვრო სამსახურს.
აღნიშნული ვალდებულება ვრცელდება საქართველოდან ნიდერლანდებში, მათ შორის ტრანზიტულად, მიმავალ მგზავრებზე.
23 იანვრის 00:01 საათიდან ევროკავშირის არაწევრი (მესამე) ქვეყნებიდან ნიდერლანდებში შესვლა, ასევე, აღარ შეეძლებათ მოკლევადიანი ვიზიტით მიმავალ სტუდენტებს, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს, მაღალი კვალიფიკაციის მქონე მიგრანტებსა და კულტურული და შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებს.
ტრანზიტული მგზავრების საყურადღებოდ!
ნიდერლანდების მთავრობამ აკრძალა ფრენები შემდეგი ქვეყნებიდან: გაერთიანებული სამეფო, არგენტინა, ბოლივია, ბრაზილია, კაბო ვერდე, ჩილე, კოლუმბია, ეკვადორი, ფრანგული გვინეა, გაიანა, პანამა, პარაგვაი, პერუ, სამხრეთ აფრიკა, სურინამი, ურუგვაი და ვენესუელა.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ ეს ინფორმაცია თქვენი მოგზაურობის დაგეგმვისას.
დეტალურად იხილეთ ნიდერლანდების მთავრობის ვებ-გვერდზე: https://www.government.nl/latest/news/2021/01/20/lockdown-measures-tightened-in-response-to-concerns-about-new-variants-of-virus