ნაცვალგების პრინციპით გახსნილი ქვეყნებიდან შესრულებული რეისებით, 22 ივლისი – 15 აგვისტოს პერიოდში საქართველოში 1 236 ადამიანი შემოვიდა, – ამის შესახებ ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, ნაცვალგების პრინციპით გახსნილი ქვეყნებიდან შესრულებული 14 რეისით, 22 ივლისი – 15 აგვისტოს პერიოდში საქართველოში 1 236 ადამიანი შემოვიდა, რაც ჯამური მგზავრთნაკადის 56 პროცენტს შეადგენს.
მისი განმარტებით, შეინიშნება საქართველოში ტურისტული მიზნებისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლის ზრდის ტენდენცია, რაც მისასალმებელია.
ამასთან, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით მგზავრებს აეროპორტში უტარდებათ ტესტირება, თუმცა ამ დრომდე ყველა პასუხი უარყოფითია.