National Geographic-ი ავიაკომპანია Turkish Airlines-თან დოკუმენტური ფილმის გადაღებებზე აწარმოებს მოლაპარაკებებს. რომელიც ავიაკომპანიის სტამბოლის ახალ აეროპორტში გადასვლას მიძღვნება.

სტამბოლის ახალი აეროპორტიდან პირველი შიდა რეისი ანკარას მიმართულებით განხორციელდება, ხოლო საერთაშორისო რეისი კი ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკისა და აზერბაიჯანის მიმართულებით.

აეროპორტი ოფიციალურად 29 ოქტომბერს გაიხსნება, ხოლო პირველი რეისი 31 ოქტომბერს 14:00 საათზე განხორციელდება. უკვე ცნობილია, რომ აეროპორტის პირველი ოფიციალური რეისი შიდა იქნება და ავიაკომპანია Turkish Airlines-ი ფრენას სტამბოლი-ანკარასმარშრუტზე განახორციელებს.

რაც შეეხება პირველ საერთაშორისო რეისებს, ის სტამბოლიდან ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკისა და აზერბაიჯანის მიმართულებით განხორციელდება.

Turkish Airlines-ის დირექტორთა საბჭოს წარმომადგენელი ილკერ აიდჯი აცხადებს, რომ კომპანია ყველა რეისის გადამისამართებას ათათუქრის აეროპორტიდან სტამბოლის მესამე აეროპორტში 45 საათს მოანდომებს. უკვე ცნობილია, რომ ახალ აეროპორტში Turkish Airlines-ს საკუთარი მოცდის დარბაზი ექნება, რომელიც 10 ათას კვ/მ-ზე იქნება განთავსებული.

სტამბოლის ახალი აეროპორტის გახსნის შემდეგ, ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ადგილზე პარკი მოეწყობა.

აღსანიშნავია, რომ 31 ოქტომბრის 00:00 საათიდან სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი კოდს IST-ს შეიცვლის და მას ახალი კოდით – LTBA ჩაანაცვლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის რეგულარულ რეისებს აღარ მოემსახურება.

ათათურქის აეროპორტისთვის IATA-გან მინიჭებული კოდი (IST) სწორედ სტამბოლის მესამე, ახალ აეროპორტს გადაეცემა.

31 ოქტომბრიდან კი ათათურქის აეროპორტი მხოლოდ სამთავრობო, სამხედრო და სატვირთო ბორტებს მიიღებს. სამომავლოდ კი როგორც აეროპორტი ფუნქციონირებას შეწყვეტს.

სტამბოლის ახალი აეროპორტს პირველ ეტაპზე დიდი ტერმინალი ექნება, რომელიც 1,4 მლნ კმ.მ-ზე იქნება გადაჭიმული. აეროპორტი წელიწადში 90 მლნ მგზავრის გატარებას შეძლებს.

სამომავლოდ აეროპორტს კიდევ 2 ტერმინალი და 3 ასაფრენ/დასაფრენი ბილიკი შეემატება, რაც აეროპორტს წელიწადში 200 მლნ მგზავრის გატარების საშუალებას მისცემს.

ტერმინალი, რომელიც მიმდინარე წელს ამოქმედდება იქნება ამ ტიპის მსოფლიოში ყველაზე დიდი შენობა და მასში განთავსდება:

რეგისტრაციისთვის განკუთვნილი 13 ლოკაცია 468 სარეგისტრაციო დახლით;

114 თვითმომსახურების ჯიხური;

51 თვითმომსახურების, ბარგის ჩასაბარებელი ჯიხური;

228 საპასპორტო საკონტროლო-გამშვები პუნქტი;

77 გასასვლელი;

Duty Free-ს ზონა რომელიც 55 ათას კვ/მ ზე იქნება გადაჭიმული;

42 კმ-იანი საბარგო სისტემა, რომელსაც საათში 28,9 ათასი ერთეული ბარგის გადამუშავება შეუძლია.

სტამბოლის მესამე აეროპორტის მშენებლობაში 10,2 მლრდ დოლარის ინვესტიცია იქნება ჩადებული. მთავრობის გათვლებით კი ექსპლუატაციაში გაშვებიდან 25 წლის შემდეგ აეროპორტის მოგება 22,2 მლრდ დოლარი იქნება.

გავრცელებული ინფორმაციით, სტამბოლის მესამე აეროპორტი რეჯეფ თაიფ ერდოღანის სახელობის იქნება, თუმცა ამ დრომდე ყველა ოფიციალურ დოკუმენტში მოხსენიებულია როგორც No3.

სტამბოლის ახალი აეროპორტი ქალაქიდან 35 კმ-ითაა დაშორებული და სტამბოლთან მეტროთი იქნება დაკავშირებული და ის 13 გაჩერებას გააერთიანებს. მეტროს ხაზის მშენებლობის პირველი ეტაპი წელს დაიწყება, ხოლო მეორე – 2021 წელს. წინასწარი გათვლებით პროექტის ბიუჯეტი 4,85 მლრდ თურქული ლირაა.

მეტროს ახალი ხაზი მგზავრს საშუალებას მისცემს აეროპორტში 30 წუთში მოხვდეს.

აღსანიშნავია, რომ თურქეთის მთავრობამ სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის დახურვის გადაწყვეტილება მას შედეგ მიიღო, რაც დაინახა, რომ აეროპორტი გაზრდილი მგზავრთნაკადის გატარებას სრულფასოვნად ვეღარ ახდენდა და ინფრასტრუქტურა უფრო მეტად გაფართოების საშუალებასაც აღარ იძლეოდა.