Wizz Air-თან და Ryanair-თან ურთიერთობაში მედიატორი საჭირო არაა, მიიჩნევს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. ნათია თურნავა მიიჩნევს, რომ მცდელობა არის, თუმც საჭიროება არა. 
„ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, იმისთვის, რომ Wizz Air შემოსულიყო 2016 წელს საქართველოში; 2019 წელს, რომ არსებითად გაეფართოებინა არეალი და ამავე წელს შემოსულიყო Ryanair. ეს ჩვენთვის არის ძალიან ღირებული პარტნიორობა.

ჩვენ მათთან ორმხრივ რეჟიმში ვთანამშრომლობთ, რომ გავიდეთ ფრენების იმ ოპტიმალურ რაოდენობაზე, რაც მათთვისაც იქნება კომერციულად მიმზიდველი და ჩვენც არ დაგვაზარალებს ეპიდემიოლოგიურად.

ვხედავ მცდელობას, რომ ჩვენს შორის ვიღაცამ იკისროს მედიატორის ფუნქცია, არ არის ეს საჭირო. არანაირი პრობლემა ჩვენს შორის ურთიერთობის არ არსებობს. თუ კი ამ კომპანიებს უჩნდებათ შეკითხვა პირდაპირ მოგვმართავენ და კომუნიკაციის პრობლემაც არ გვაქვს, ამიტომ ჩემთვის უხერხულია შეკითხვები რის გამო ხდება ეს. ძალიან მარტივია ჩვენი მოტივაცია – ეს არის ადამიანების დაცვა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.