ავიაკომპანია Myway Airlines-მა, 25 ივლისს დაგეგმილ, თბილისი-ბერლინი-თბილისის სპეცრეისზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო. როგორც ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 

“?გერმანიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ!

? ბერლინი-თბილისის რეისზე ბილეთების გაყიდვები დაიწყო!

საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ჩამოსაყვანად, Myway Airlines გერმანიის მიმართულებით ფრენას 25 ივლისს განახორციელებს.

ბერლინი გამოფრენა 15:00-20:40 ჩამოფრენა თბილისი

? ბილეთების შეძენა შესაძლებელია, მხოლოდ და მხოლოდ ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე! www.mywayairlines.com

✅ მგზავრობის საფასური ერთ მგზავრზე შეადგენს 199 ევროს!

? გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ავიაბილეთები, სახელის ცვლილებას, გადაყიდვას და დაბრუნებას არ ექვემდებარება!”, აცხადებენ Myway Airlines-ში.

ხშირად დასმულ შეკითხვებზე პასუხები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://mywayairlines.com/ka/382/FAQ-%26amp%3B-Help