Service Air-ის ჰოლდინგის მენეჯმენტში ცვლილებებია. კომპანიის აღმასრულებელ დირექტორად იგორ აფციაური დაინიშნა, რომელიც საავიაციო სექტორში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. იგორ აფციაური წლების წინ მუშაობდა ევროპაში ცნობილ ტურისტულ ჰოლდინგში TUI, ავიაკომპანიებში Qatar Airways-ი, airBaltic-ი და MyWay Airlines-ი, ასევე იყო სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის პირველ მოადგილე და იყო ასევე საავიაციო კომპანია აერო ჯორჯია გრუპის ხელმძღვანელი.
რაც შეხება Service Air-ის ჰოლდინგს ის საავიაციო ბაზარზე საკმაოდ მრავალ მიმართულებას აერთიანებს. ჰოლდინგის შემადგენლობაშია ავიაკომპანია AK Air Georgia, რომელიც დღეისათვის მხოლოდ შიდა ფრენებზეა ორიენტირებული, თუმცა სამომავლოდ საერთაშორისო რეისების განხორციელებას აპირებს. ჰოლდინგი აერთიანებს ასევე ნატახტრის აეროდრომს და ტურისტულ კომპანია Vanilla Sky-ს.