ივნისიდან ეგვიპტის მთავარ ტურისტულ ადგილებში ექსკურსიების საფასურის გადახდა მხოლოდ საბანკო ბარათი ხდება. უახლოეს მომავალში კი ყველა ტურისტულ ადგილზე ნაღდი ანგარიშსწორება აიკრძალება. ამის შესახებ ეგვიპტის ტურიზმის სამინისტრო იტყობინება.

ახალი წესები მოქმედებს ექსკურსიებზე:

გიზას პირამიდებზე;

ტაჰრირის ეგვიპტურ მუზეუმში;

სალაჰ ად-დინის ციტადელში;

ნუბიის მუზეუმში;

ასვანის დაუმთავრებელ ობელისკსა და ტაძრებში;

ასკოვანის ყველა ობიექტზე.

ნაღდი ანგარიშსწორება შესაძლებელია მხოლოდ სასკოლო მოგზაურობისთვის მანამ, სანამ სამინისტრო არ დაასრულებს ელექტრონულ პორტალზე მუშაობას, რომელიც საშუალებას აძლევს სხვადასხვა სკოლებს წინასწარ დაჯავშნონ სასკოლო მოგზაურობები.

არქეოლოგიის უმაღლესი საბჭოს გენერალურმა მდივანმა მუსტაფა ვაზირმა განმარტა, რომ უნაღდო სისტემის დანერგვა ხელს შეუწყობს ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინების გაზრდას.

„ეტაპობრივად დაინერგება გადახდის სისტემა ყველა სახის საბანკო ბარათით, როგორც ერთადერთი საშუალება ბილეთების შესაძენად ქვეყნების ყველა მუზეუმისა და არქეოლოგიური ძეგლის მოსანახულებლად“, – განმარტავენ ეგვიპტის ტურიზმის სამინისტროში.