8 სექტემბერს, ავიაკომპანია Myway Airlines-ი თბილისი-ბუდაპეშტი-თბილისი ჩარტერულ ავიარეისს განახორციელებს. აღნიშნულ მიმართულებაზე ავიაკომპანიამ ბილეთების გაყიდვები უკვე დაიწყო. ავიაკომპანიის ვებგბერდზე ხელმისაწვდომია ბილეთები როგორც თბილისი-ბუდაპეშტის, ასევე ბუდაპეტი თბილისის მიმართულებაზე.
თბილისი – ბუდაპეშტი – თბილისი
?8 სექტემბერი
TBS გაფრენა 12:00 – 13:25 ჩაფრენა BUD
BUD გამოფრენა 14:30 – 19:30 ჩამოფრენა TBS
ბილეთის ღირებულება (ერთი გზა) 200 ევროა და ტარიფი მოიცავს 8კგ ხელბარგს და 23 კგ ჩასაბარებელ ბარგს.
როგორც ცნობილია, თბილისი-ბუდაპეშტის მიმართულებაზე სპეციალური რეისი ორიენტირებულია ქართველი სტუდენტების ტრანსპორტირებაზე. სტუდენტებმა რეგისტრაციისთვის უნდა მიმართონ ახალგაზრდობის სააგენტოს.