ქართული ავიაკომპანია “Myway Airlines”-ი, 2019 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში ჩარტერულ ფრენებს კიდევ ერთი ახალი მიმართულებით შეასრულებს.

თბილისი – ელ-ქუვეითი – თბილისის მიმართულებით ავიაკომპანიამ რეისების შესრულება 2019 წლის 6 ივლისიდან დაიწყო. ფრენები 17 სექტემბრამდე, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და შაბათს შესრულდება. ავიარეისები Boeing B737-800 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ავიაკომპანიას აღნიშნულ საჰაერო ხაზზე ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2019 წლის 5 ივლისს მიენიჭა.