მთავარი ავიაკომპანიები Myway Airlines-მა ბათუმი-თეირანი-ბათუმის მიმართულებით რეგულარული რეისების განხორციელება დაიწყო

Myway Airlines-მა ბათუმი-თეირანი-ბათუმის მიმართულებით რეგულარული რეისების განხორციელება დაიწყო

123

ქართულმა ავიაკომპანია „Myway Airlines“-მა ბათუმი-თეირანი-ბათუმის მიმართულებით რეგულარული რეისების განხორციელება დაიწყო.  ბათუმი-თეირანის პირველი რეგულარული რეისი დღეს უკვე განხორციელდა.

ბათუმი-თეირანი-ბათუმის მიმართულებაზე Myway Airlines-ი რეისებს ყოველ პარასკევს განახორციელებს. უკვე დამტკიცებული განრიგის

მიხედვით, ავიაკომპანია აღნიშნულ მარშრუტზე ოპერირებას 26 ოქტომბრამდე განახორციელებს.

ფრენები Boeing B737-800-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ავიაკომპანია „Myway Airlines“-ს რეგულარული საჰაერო მიმოსვლის ნებართვა 8 ივნისს მიენიჭა.

„Myway Airlines“-ზე საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი სააგენტომ მიმდინარე წლის 23 იანვარს, ხოლო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა 23 თებერვალს გასცა. ამ ეტაპზე “Myway Way Airlines”-ის საკუთრებაში 2007 წელს გამოშვებული ორი ერთეული Boeing B 737-8AL იმყოფება. ავიაკომპანიის ბაზირების ადგილია საქართველო და იგი ქართული საფრენოსნო და ტექნიკური პერსონალით არის დაკომპლექტებული.