თბილისი-ბუდაპეშტის რეგულარული რეისები იყო მთავარი განხილვის საგანი Myway Airlines-ის კომერციულ დირექტორს იგორ აფციაურსა და უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ვიქტორია ჰორვატს შორის გამართულ შეხვედრაზე.

ავიაკომპანიის ინფორმაციით, მხარეებმა თბილისსა და ბუდაპეშტს შორის პირდაპირი ფრენების დაწყების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ეს სიახლე კიდევ უფრო გააძლიერებს ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობებს ორ მეგობარ ქვეყანას შორის.

ახალი მიმართულებების დამატებით, Myway Airlines-ი თბილისიდან ბუდაპეშტის მიმართულებით პირდაპირი რეისის პირველ პრეცენდენტს ჰქმნის. რეგულარული ფრენები 28 ოქტომბრიდან, ბოინგ 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდით, კვირაში ორჯერ ხუთშაბათს და კვირას შესრულდება.