28 ნოემბრიდან Myway Airlines-ი თბილისიდან საბერძნეთის დედაქალაქის მიმართულებით პირდაპირ ავიარეისებს იწყებს. რეგულარული ფრენები ყოველ ოთხშაბათს და შაბათს განხორციელდება.
Myway Airlines-ის ინფორმაციით, აღნიშნულ მარშრუტზე ავიაბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია და საწყის ეტაპზე ბილეთები პრომო ტარიფით იყიდება და ერთი ბილეთის ფასი (ერთი გზა) 229 ლარიდანაა, ხოლო ორმხრივი ავიაბილეთის ფასი 439 ლარიდან.
აქცია 10 ნოემბრამდე შეძენილ ავიაბილეთებზე ვრცელდება. აქცია არ შეეხება 2018 წლის 22 დეკემბრიდან 2019 წლის 12 იანვრამდე დაგეგმილ ავიარეისებს.
შეგახსენებთ, რომ Myway Airlines-ი თბილისიდან უკვე ოპერირებს თელ-ავივის, კიევის, ხარკოვის, ბუდაპეშტისა და რომის მიმართულებით.