თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა Airport Carbon Accreditation Level 2 სერტიფიკატი, ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა Level 1 სერტიფიკატი მიიღო. თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე ამბობს, რომ დღეს ემისიების შესამცირებლად აეროპორტების თანამედროვე ტექნიკით ოპერირება მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ, ჩვენ ვართ ევროპული კომპანია ADP-ის წევრი და ეს საკითხი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბოლო 2 წელია ჩვენთან ამაზე საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობდა მუშაობა და წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა აიღო Level 2, ეს კი ნიშნავს ძალიან კარგ შედეგს. ხოლო ბათუმმა აიღო პირველი დონე. ჩვენ შევიძინეთ უკვე ელექტროტრაქტორები და ასე შემდეგ. ყველაფერი დაკავშირებულია ახალ და თანამედროვე ტექნიკასთან და ეკიპირებასთან. თუ მოძველებული ტექნიკით იმუშავებ, აბინძურებ გარემოს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ განაახლო ყველაფერი და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში იყოს ჩვენი ოპერირება. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ეს ყველაფერი გავაკეთოთ“, – აცხადებს ზაქარაძე.
TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი ამბობს, რომ კომპანია მუდმივად აუმჯობესებს და აახლებს როგორც მიწისზედა მომსახურების, ისე – აეროდრომის მოვლა-პატრონიბისთვის საჭირო თექნიკას, რათა კიდევ უფრო მეტი კომფპრტი შესთავაზოს, როგორც მგზავრებს, ისე – ავიაკომპანიებს.
„ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, ჩვენს აეროპორტებში განვავითაროთ ინფრასტრუქტურა და ყველა ის კომპონენტი, რომელიც ამა თუ იმ ავიაკომპანიის გამართული მუშაობისათვის, მგზავრის უსაფრთხოებისთვის არის საჭირო. ბოლო წლებში ბევრად მეტი ტექნიკა შევიძინეთ და ამას თავისი მიზეზი აქვს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მგზავრის უსაფრთხოება, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ავიაკომპანიის კომფორტი და ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ თანამედროვე აღჭურვილობით, თანამედროვე ეკიპირებით, თანამედროვე სისტემებით განვითარდა აეროპორტი. ავიაცია აღარ არის ისეთი, როგორიც იყო 20 წლის წინ. ტერმინალში Self-Check in Kiosks-ია, ავტოსადგომზე ახალი სისტემებია და აღარ გჭირდება ბილეთის აღება. ასევე, ვიყიდეთ ახალი ტექნიკა – ე.წ De-Icing-ისთვის(თვითმფრინავის მოყინვის საწინააღმდეგო ხსნარებით დასამუშავებლად), სახანძრო მანქანა, აეროდრომის საწმენდი სპეციალური დანადგარები, ასევე ტრაქტორები მიწისზედა მომსახურებისთვის, ე.წ push back-ი, ახალი ავტობუსი და სხვა“, – ამბობს ზაქარაძე.