ავიაკომპანია Geosky-ს სამგზავრო მიმართულება Georgian Wings-ი 2024 წლის 20 თებერვალს პირველ სამგზავრო რეგულარულ რეისს შეასრულებს თბილისი-კიშინოვი-თბილისის მიმართულებით, ავიაბილეთების შეძენა შესაძლებელია, როგორც ავიაკომპანიის ოფიციალური საიტის მეშვეობით https://georgianwings.com/ ,  ასევე ავია სალაროებსა და ტურისტულ კომპანიებში.

ფრენები შესრულდება ყოველ სამშაბათს და შაბათს. მგზავრებს, თბილისი-კიშინოვის საჰაერო ხაზზე, 148 მგზავრზე გათვლილი, Boeing 737-300-ის ტიპის საჰაერო ხომალდი მოემსახურებათ.

Georgian Wings-ი ახორციელებს ფრენებს როგორც ქვეყნის შიდა, ასევე საერთაშორისო რეისებზე, თბილისი-ბათუმის და თბილისი-ბაქოს მიმართულებით.

2024 წლის თებერვლის თვიდან Georgian Wings-ი,  მოლდოვის გარდა, ასევე რეგულარული ფრენების შესრულებას გეგმავს ყაზახეთსა და უზბეკეთში. ავიაკომპანია მგზავრებს კომფორტული და მარტივი მოგზაურობისთვის, უახლოეს პერიოდში ტრანზიტულ ავიაბილეთის შესთავაზებს.