„სესხის მიზნობრიობის დაზუსტების შედეგად, დაახლოებით 800 მცირე და საოჯახო სასტუმრო, რომლებმაც პირველ ეტაპზე ვერ ისარგებლეს სახელმწიფო დახმარებით, ასევე შეძლებენ, ჩაერთონ სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამაში,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, სადაც ცვლილებები შევიდა პროგრამაში „აწარმოე საქართველოში”.

ნათია თურნავას განცხადებით, ტექნიკური დაზუსტების შედეგად მცირე და საოჯახო სასტუმროების პროცენტის სუბსიდირების პროგრამა უფრო გაფართოვდება და უფრო მეტი მცირე და საოჯახო სასტუმრო შეძლებს ისარგებლოს ამ პროგრამით. მცირე და საოჯახო სასტუმროების სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამა ძალიან წარმატებით მიმდინარეობს და ამ  შესაძლებლობით 2000-მდე სასტუმრომ უკვე ისარგებლა,” – განაცხადა ნათია თურნავამ.