მარტაშვილმა მოღვაწეობა 1974 წელს AN-2 ტიპის ხომალდზე დაიწყო, მას შემდეგ იყო TU-134 და Boeing 737, ამ წლების მანძილზე ქართველა მფრინავმა, თითქმის მთელს მსოფლიოს შემოუფრინა. მე-2 თაობის პილოტს სხვა პროფესიაზე არასდროს უფიქრია, ოჯახის ტრადიციას დღეს მისი ვაჟი აგრძელებს, რომელიც ავიაკომპანია Myway Airlines-ის ხომალდის მეთაურია.

ილია მარტაშვილის თქმით, იმისთვის, რომ გახდე კარგი პილოტი, განსაკუთრებული უნარი არ გჭირდება, მთავარი ფრენის და მფრინავის პროფესიის სიყვარულია,

ილია მარტაშვილი ავიაკომპანია Myway Airlines-ში , CHIEF PILOT-ის და უსაფრთხოების ოფიცრის თანამდებობაზე აგრძელებს მუშაობას.