სპეცრეისებზე, რომლის განრიგიც 6 ივლისს გამოქვეყნდება, მთავრობა ბილეთების სუბსიდირებას მოახდენს. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განმარტა, უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისათვის, ემიგრანტებისთვის მორიგი სუბსიდირებული რეისები დაიგეგმება.
“ორშაბათს გამოქვეყნდება გრაფიკი ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. ორგანიზებულად, ისე როგორც ამას აქამდე ვახორციელებდით, მოხდება ხელმისაწვდომი და სუბსიდირებული ფასებით ჩვენი ემიგრანტების, ჩვენი თანამოქალაქეების ჩამოყვანა სხვადასხვა ევროპული დედაქალაქიდან. ეს პროგრამა იცით რომ პანდემიის პერიოდში აქტიურად და წარმატებით ხორციელდება. ყველას ექნება შესაძლებლობა სახელმწიფოს ხარჯზე, კარანტინის გავლით ჩამოვიდნენ ქვეყანაში,”- განაცხადა ნათია თურნავამ.
მინისტრის თქმით, მგზავრები საქართველოში ჩამოსვლის შემდგომ 14 დღიან კარანტინს გაივლიან.