ირლანდიური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Ryanair-ი BMG-ის კითხვაზე თუ როდის განიხილება საქართველოში ფრენების განახლება პასუხობს, რომ ეს დამოკიდებულია საქართველოს მთავრობის მხრიდან დაწესებული შეზღუდვების მოხსნაზე. 

“საქართველოში ოპერირების განახლება დამოკიდებულია საქართველოს მთავრობის მხრიდან დაწესებული შეზღუდვების მოხსნაზე,”– ნათქვამია ავიაკომპანის წერილობით პასუხში. 

ამასთან ერთად, Ryanair-ი მიუთითებს, რომ მათ ევროპაში რეისების უმეტესობა პირველი ივლისიდან გაანახლეს. ავიაკომპანია პირველი ივლისიდან დღის განმავლობაში 1000 რეისს ახორციელებს. 

შეგახსენებთ, რომ ირლანდიური ავიაკომპანია საქართველოში გასულ წელს შემოვიდა. ავიაკომპანია თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებიდან მარსელის, ბოლონიისა და მილანის მიმართულებით ასრულებდა რეისებს.

კითხვაზე გაიხსნება თუ არა 2020 წლის აგვისტოდან რეგულარული საჰაერო მიმოსვლა ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ ამ საკითხზე კოკრეტული პასუხი ჯერ-ჯერობით არ არსებობს.

წყარო: BM.ge