The Independent-მა გადაწყვიტა გაიხსენოს, ევროკავშირის შეფასებით თუ რომელი ქვეყნებია მსოფლიოში ყველაზე საშიში საჰაერო მოგზაურობისთვის.
გამოცემის ცნობით, ერთიანი სია არ არსებობს. თუმცა, ევროკავშირი ინახავს ავიაკომპანიების ჩამონათვალს, რომლებიც ზედმეტად საშიშად მიიჩნევა ევროკავშირში ოპერირებისთვის და ზოგიერთ ქვეყანაში ყველა ევროპულ ავიაკომპანიას სრულად ეკრძალება ოპერირება.

როგორც გამოცემა განმარტავს, ზოგჯერ ქვეყანა ამ სიაში ხვდება ეროვნული უსაფრთხოების კანონმდებლობისა და პროტოკოლების შესახებ შეშფოთების გამო. სხვა შემთხვევებში, უსაფრთხოების ინციდენტების სერია უბიძგებს ევროკავშირს, დაამატოს ქვეყნის ავიაკომპანიები ყოველწლიურად განხილვის სიაში.

”ევროკავშირი (და სხვა იურისდიქციები) კრძალავს ზოგიერთ ავიაკომპანიას, რადგან ისინი არ არიან დარწმუნებული უსაფრთხოების სტანდარტების დაცვაში. კონკრეტული ქვეყნები ხშირად მიზანმიმართულია, რადგან ავიაკომპანიის უსაფრთხოება და მარეგულირებელი ზედამხედველობა ამ ქვეყანაში არ არის შესაბამისი – ან ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობს ევროკავშირი“, – განმარტავს საავიაციო ბლოგი Simple Flying.

ქვეყნები, რომელთა ავიაკომპანიები ევროკავშირის “შავ“ სიაშია:
ავღანეთი,
ანგოლა,
სომხეთი,
კონგოს რესპუბლიკა (კონგო-ბრაზავილი),
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა,
ჯიბუტი,
ეკვატორული გვინეა,
ერიტრეა,
ყირგიზეთი,
ლიბერია,
ლიბია,
ნეპალი,
სან-ტომე და პრინსიპი,
სიერა ლეონე,
სუდანი.

ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ ყველა ფრენისას არის რისკის ელემენტი, მაგრამ ფატალურ ავიაკატასტროფაში მოხვედრის ალბათობა უმნიშვნელოა ავარიაში მოხვედრის ალბათობასთან შედარებით.
გამოცემის თანახმად, 2022 წელს მსოფლიოში ექვსი ფატალური საავიაციო ავარია მოხდა: ერთი ყოველ 4,17 მილიონ ფრენაზე.