Netflix ერთ-ერთი კერძო თვითმფრინავისთვის ბორტგამცილებელს ეძებს და ანაზღაურების სახით, წელიწადში $385,000-ს სთავაზობს.

სტრიმინგის გიგანტის განცხადებით, ეძებს კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ მომხმარებელთა მომსახურების გამორჩეული უნარები და ამასთან, შეუძლიათ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება.

კომპანიის განცხადებით, ის თანამშრომლის ხელფასს განსაზღვრავს ისეთი ფაქტორების გათვალისწინებით, როგორიცაა მათი გამოცდილება და უნარები.

ბორტგამცილებლის მოვალეობა აფრენამდე გადაუდებელი აღჭურვილობის შემოწმებასაც მოიცავს. მათ ასევე მოუწევთ 13,6 კგ წონის ნივთების აწევა.

წარმატებული კანდიდატი ძირითადად კალიფორნიაში იცხოვრებს, თუმცა მოგზაურობა მოუწევს როგორც აშშ-ში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

აშშ-ის შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, აშშ-ში ბორტგამცილებელთა საშუალო ხელფასი წელიწადში $62 000-ზე მეტია.

შარშან Netflix-მა, აბონენტების შემცირების გამო, ასობით თანამშრომელი დაითხოვა.

წყარო: businessformula.ge