უკრაინაში არის მსოფლიოში ყველაზე დიდი სატრანსპორტო თვითმფრინავის AN-225 Mriya-ს დაუმთავრებელი მეორე ასლის ფუზელაჟი.

Antonov-ის სახელმწიფო საწარმოს სპიკერის, ლარისა დროზდოვას თქმით, დღეს დილით, წინასწარი შეფასებით, მეორე Mriya-ს დასასრულებლად საჭიროა 700 მლნ დოლარიდან 1 მლრდ დოლარამდე.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მეორე AN-225 Mriya-ს მზადყოფნა 60-დან 70 პროცენტამდეა.

შეგახსენებთ, რომ რუსულმა ოკუპანტებმა მსოფლიოს უდიდესი თვითმფრინავი AN-225 Mriya გაანადგურეს. თვითმფრინავს პირველად თავს 24 თებერვალს დაესხნენ.  FlightRadar-ის მონაცემებით, 5 თებერვლის შემდეგ თვითმფრინავი გოსტომელის აეროდრომზე იდგა. 27 თებერვალს კი უკრაინულმა მხარემ ოფიციალურად დაადასტურა, რომ საჰაერო ხომალდი განადგურდა.

AN-225-ის სატვირთო კაბინაში შესაძლებელია მოთავსდეს 50 ავტომობილი. მისი წონა ტვირთის გარეშე 250 ტონაა, ხოლო მაქსიმალური დატვირთვით 600 ტონა. საჰაერო ხომალდის საშუალო სიჩქარე 700 კმ/სთ-ია, ხოლო მაქსიმალური – 850კმ/სთ. დღესდღეობით  მსოფლიოში მხოლოდ ერთი AN-225 არსებობდა და ის უკრაინული ავიაკომპანია და თავისივე მწარმოებელის Antonov Airlines-ის კუთვნილება იყო.