ამერიკული ავიაკომპანია American Airlines Group Inc 18 აპრილიდან, შიდა ფრენებზე, ბორტზე ალკოჰოლური სასმელების გაყიდვას განაახლებს.

როგორც  MarketWatch იტყობინება, ავიაკომპანიას ეს თარიღი შემთხვევით არ შეურჩევია. ირკვევა, რომ სწორედ 18 აპრილს შეწყვეტს მოქმედებას ფედერალური დადგენილება ფრენების დროს და ქვეყნის აეროპორტებში პირბადის სავალდებულო ტარების შესახებ

შესაბამისად, ავიაკომპანია ბორტზე მგზავრებს შესთავაზებს ლუდს, ღვინოს და სპირტიან სასმელებს.

აღსანიშნავია, რომ პანდემიის დროს ალკოჰოლური სასმელები შეთავაზება შიდა რეისებზე მხოლოდ ბიზნეს კლასის მოგზაურებისთვის და ასევე საერთაშორისო ფრენებზე ხდებოდა.

ბევრმა ავიაკომპანიამ პანდემიის დასაწყისშივე ბორტზე ალკოჰოლის გაყიდვები შეაჩერა, რათა  ეკიპაჟის წევრებისა და მგზავრების ირთიერთობა მინიმუმზე დაეყვანა.