COVID-19-ის გავლენა გლობალურ საჰაერო მოგზაურობაზე კიდევ მრავალი წლის განმავლობაში იქნება საგრძნობი, ასეთია საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) შეფასება.
IATA-ში მიაჩნიათ, რომ მგზავრთნაკადი კრიზისამდელი პერიოდის მაჩვენებლებს მხოლოდ 2023 წელს დაუბრუნდება.
ასოციაციაში განმარტავენ, რომ ევროპასა და აშშ-სი სამგზავრო გადაყვანები 90%-ით შემცირდა და მისი აღდგენა ნელ-ნელა და ეტაპობრივად მოხდება
IATA-ს ხელმძღვანელი ალექსანდრე დე ჟუნიაკი განმარტავს, რომ ორგანიზაცია მთავრობებს სთხოვს, რომ ინდუსტრიის გადატვირთვისა და ფრენების განახლების მიზნით ეტაპობრივი გადატვირთვის პოლიტიკა აამოქმედონ.
როგორც ჟუნიაკის კომენტარიდან ირკვევა, მერე კვარტალში ევროკავშირი შიდა ბაზარს გახსნის, ხოლო მესამეში რეგიონალური და კონტინენტური ბაზრების გახსნა იგეგმება.
ევროკავშირის საგარეო საზღვრები დახურულია ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის, ივნისის შუა რიცხვამდე. ევროკომისიის რეკომენდაციით საზღვრების გახსნა ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გაიხსნას, რომელიც COVID-19-ის დაბალი მაჩვენებლების მქონე ქვეყნებით დაიწყება.