2020 წლის I კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1.3 მილიონი შემოსვლა, რაც 17.6 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 47.8 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.

აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების2 მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1.1 მილიონი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 16.0 პროცენტით არის შემცირებული.

2020 წლის I კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 883.8 ათასს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 15.2 პროცენტით არის შემცირებული. საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 765.3 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 13.2 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობის განაწილებას ვიზიტის ტიპის მიხედვით.

საერთაშორისო ვიზიტორების 69.1 პროცენტი მხოლოდ ტურისტები4 იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების5 წილმა 25.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 5.9 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.

2020 წლის I კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 197.2 ათასი ვიზიტორი, დაფიქსირდა აზერბაიჯანიდან, რაც მთლიანი ვიზიტორების 22.3 პროცენტს შეადგენს და წარმოადგენს 7.3 პროცენტიან კლებას 2019 წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით. ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა (262.2 ათასი) აზერბაიჯანის მოქალაქეების მიერ განხორციელდა, რაც 10.5 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ვიზიტორების უმრავლესობა, 48.7 პროცენტი, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 33.2 პროცენტს შეადგენდა.

ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და ქვემო ქართლში, შესაბამისად, 559.3 ათასი და 241.3 ათასი ვიზიტი. 

2020 წლის I კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 3.4 ღამე შეადგინა, რაც 2019 წლის I კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (3.7 ღამე) 8.8 პროცენტით ნაკლებია. განხორციელებული ვიზიტების 83.7 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს. 

2020 წლის I კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 1.0 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 12.9 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.