COVID-19-ის პანდემიის გამო, გლობალური სამგზავრო გადაყვანები ოქტომბერში 70,6%-ით შემცირდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციაში (IATA) აკეთებენ.
იმავდროულად, აღნიშნული მაჩვენებლები სექტემბრის მონაცემებთან შედარებით (72.2%) ოდნავ შენელდა. საჰაერო ტრანსპორტით საერთაშორისო სამგზავრო გადაზიდვების მოცულობა ოქტომბერში 87,8%-ით შემცირდა, ხოლო შიდა – 40,8%-ით.
ამავე დროს, ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში – 85.5%-ით. ევროპაში შემცირებამ 77,6%-ი შეადგინა, აფრიკაში – 76,3%-ი, ჩრდილოეთ ამერიკაში – 70,1%-ი. ლათინური ამერიკის ქვეყნებში საჰარო სამგზავრო გადაყვანები შემცირდა 68%-ით, აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებში (APR) კი 61,6% -ით.