2021 წელს მსოფლიოში არასწორად დამუშავებული ბარგის რაოდენობა გაიზარდა 24%-ით და ათას მგზავრზე 4,35 ჩანთა შეადგინა, – ამის შესახებ საუბარია ანგარიშში The SITA Baggage IT Insights 2022.
ავტორები დასძენენ, რომ საერთაშორისო და გრძელმაგისტრალური ფრენების განახლებამ ხელი შეუწყო ბარგის არასათანადო დამუშავების ზრდას, მათ შორის უმეტესობა ჩანთებია.
SITA-ს ექსპერტები ასევე აღნიშნავენ, რომ საერთაშორისო რეისებზე ბარგის არასწორად დამუშავების ალბათობა დაახლოებით 4,7-ჯერ მეტია, ვიდრე შიდა ფრენებზე.
2021 წელს გრძელმაგისტრალური ფრენების რაოდენობის ზრდამ გადაჯდომის დროს დაგვიანებული ბარგის რაოდენობის ზრდა 41%-მდე განაპირობა, რაც 4%-ით მეტია 2020 წლის შედეგებთან შედარებით. საერთაშორისო ფრენებზე ეს მაჩვენებელი ათას მგზავრზე 8,7 ჩანთაა, შიდა ფრენებზე კი მხოლოდ 1,85 ჩანთა.
ამასთან, დაკარგული და მოპარული ჩანთების რაოდენობა 6%-მდე გაიზარდა, დაზიანებული და გახსნილი ჩანთების რაოდენობა კი 23%-მდე შემცირდა.
SITA-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ პანდემიის დროს ავიაკომპანიების, აეროპორტებისა და სახმელეთო სერვისების პერსონალის შემცირებამ “იმოქმედა ბარგის მენეჯმენტისთვის გამოყოფილ რესურსებზე“ და არსებული მდგომარეობა შესაძლოა გაუარესდეს თუ პრობლემა დროულად არ მოგვარდება.
სიტუაციის გამოსასწორებლად, ექსპერტები ითხოვენ პროცესის დიგიტალიზაციას და თვითმომსახურების სერვისის დანერგვა, როგორიცაა ჩანთების ეტიკეტირების შესაძლებლობა მობილური მოწყობილობების მეშვეობით. მათივე თქმით, ავიაკომპანიების 90% და აეროპორტების 3/4 გეგმავს 2024 წლისთვის განახორციელოს ბარგის მიწოდებაზე უკონტაქტო თვითმომსახურების დანერგვა.