ავიაკომპანია Air New Zealand-ი მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების რეიტინგში ლიდერობს. უსაფრთხო ავიაკომპანიების რეიტინგი AirlineRatings.com-მა შეადგინა, საიდანაც ირკვევა, რომ მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების TOP-3-ში Air New Zealand-ის გარდა Etihad Airways-ი და Qatar Airways-იც არიან.
AirlineRatings.com-ის მიერ შედგენილი მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების რეიტინგი ასე გამოიყურება:
1. Air New Zealand
2. Etihad Airways
3. Qatar Airways
4. Singapore Airlines
5. TAP Air Portugal
6. SAS
7. Qantas
8. Alaska Airlines
9. EVA Air
10. Virgin Australia/Virgin Atlantic
11. Cathay Pacific Airways
12. Hawaiian Airlines
13. American Airlines
14. Lufthansa
15. Finnair
16. KLM
17. British Airways
18. Delta Air Lines
19. United Airlines
20. Emirates.
აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი TOP-20-დან საქართველოს მიმართულებით პირდაპირ რეისებს Qatar Airways-ი და Lufthansa ასრულებენ, ხოლო ნაწილი ავიაკომპანიები კი საქართველოში ზიარი კოდების მეშვეობით ოპერირებენ.
მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების შეფასებისას AirlineRatings.com ითვალისწინებს ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა ავიაკატასტროფები ბოლო 5 წლის განმავლობაში და სერიოზული ინციდენტები ბოლო 2 წლის განმავლობაში, საავიაციო მმართველი ორგანოებისა და ინდუსტრიის ორგანოების აუდიტი, მთავრობის აუდიტი, წამყვანი უსაფრთხოების ინიციატივები, ავიაპარკის ასაკი და COVID-19 უსაფრთხოების პროტოკოლები.
AirlineRatings.com-მა ასევე შეადგინა მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების TOP-10 რეიტინგი, რომლებიც დალაგებულია ანბანის მიხედვით: Allegiant Air, easyJet, Frontier Airlines, Jetstar Group, Jetblue, Ryanair, Vietjet Air, Volaris, Westjet და Wizz Air.