ბოლო ორი უმსხვილესი ავიაკატასტროფის ფონზე Boeing 737 Max ყურადღების ცენტრში მოექცა. ავიაკომპანიები ყოველდღიურად აცხადებენ, რომ მათ გამოყენებაზე უარს აცხადებენ, ვიდრე სრულყოფილი გამოძიება არ იქნება დასრულებული. ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა ევროკავშირმა მის საჰაერო სივრცეში Boeing 737 Max-ის გადაადგილებაც აკრძალოს.
გთავაზობთ მსოფლიოს უმსხვილესი ავიაკომპანიების რეიტინგს, რომელთა ავიაპარკშიც ყველაზე დიდი რაოდენობით Boeing 737 MAX 8 ირიცხება.
Southwest Airlines: ავიაპარკში 34 ერთეული Boeing 737 Max-ით;
Air Canada: ავიაპარკში 24 ერთეული Boeing 737 Max-ით;
American Airlines: ავიაპარკში 24 ერთეული Boeing 737 Max-ით;
China Southern Airlines: ავიაპარკში 24 ერთეული Boeing 737 Max-ით;
Norwegian Air: ავიაპარკში 18 ერთეული Boeing 737 Max-ით;
Air China: ავიაპარკში 15 ერთეული Boeing 737 Max-ით;
TUI: ავიაპარკში 15 ერთეული Boeing 737 Max-ით;
United Airlines: ავიაპარკში 14 ერთეული Boeing 737 Max-ით;Flydubai: ავიაპარკში 14 ერთეული Boeing 737 Max-ით;
Spicejet: ავიაპარკში 13 ერთეული Boeing 737 Max-ით;
WestJet: ავიაპარკში 13 ერთეული Boeing 737 Max-ით;Turkish Airlines: ავიაპარკში 12 ერთეული Boeing 737 Max-ით;
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 10 მარტს Ethiopian Airlines-ის კუთვნილმა Boeing 737 MAX 8-მ ავიაკატასტროფა განიცადა, რაც Boeing 737-სთვის უკვე მეორე უდიდესი ტრაგიკული შემთხვევაა, რომელიც აღნიშნული ტიპის თვითმფრინავს შეემთხვა.
აღსანიშნავია, რომ ეთიოპიაში ჩამოვარდნილი ლაინერი – Boeing 737 Max 8 არის გაუმჯობესებული, მეორე ვერსია — 737 Max-ის, რომელის ექსპლუატაციაც 2017 წელს დაიწყო. მწარმოებლის გათვლებით, ამ მოდელებს უნდა ჩაენაცვლებინათ Boeing 737 Next Generation-ი.
ახალი თაობის Boeing 737-მა ავიაკატასტროფა უკვე მეორედ განიცადა. პირველი შემთხვევა 2018 წლის 29 ოქტომბერს მოხდა, როდესაც Lion Air-ის კუთვნილი Boeing 737 Max 8 ინდონეზიაში, ჯაკარტას მახლობლად ჩამოვარდა.
ნოემბერში უკვე ცნობილი გახდა, რომ Boeing-მა, წინასწარი გამოძიების საფუძველზე, მსგავსი ტიპის თვითმფრინავების ოპერატორებს გაფრთხილება გაუგზავნა, სადაც ეწერა, რომ კონტროლს სისტემების ხარვეზს, შესაძლოა გამოუსწორებელი შედეგები მოეტანა.
ეთიოპიაში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ ჩინეთმა გამოძიების დასრულებამდე Boeing 737 Max 8-ით რეისების განხორციელება შეაჩერა. აღსანიშნავია, რომ ჩინური ავიაკომპანიები საერთო ჯამში 60 ერთეული Boeing 737 Max 8-ის მფლობელები არიან.