ციურიხმა პირველი ადგილი დაიკავა მსოფლიოს „ყველაზე ჭკვიანი“ ქალაქების რეიტინგში. Smart City Index 2024, რომელიც შედგენილია შვეიცარიის მენეჯმენტის განვითარების საერთაშორისო ინსტიტუტის (IMD) მიერ, 2019 წლიდან სიაში ციურიხი ლიდერობს (რეიტინგი 2022 წელს არ იყო შედგენილი).

ინდექსი ეფუძნება მეგაპოლისების ეკონომიკური და ტექნოლოგიური ასპექტების შეფასებებს, ასევე ფაქტორებს, როგორიცაა მოქალაქეების ცხოვრების ხარისხი, გარემო და ინკლუზია.

ნორვეგიის დედაქალაქმა ოსლომ და ავსტრალიის დედაქალაქმა კანბერამ, შესაბამისად, მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს. ათეულს ავსებენ ჟენევა, სინგაპური, კოპენჰაგენი, ლოზანა, ლონდონი და ჰელსინკი.

გარდა ამისა, ინდექსმა აჩვენა, რომ ყველაზე სტაბილური განვითარების დინამიკა აქვთ აბუ დაბიში, ციურიხში, ოსლოში, სინგაპურში, პეკინსა და სეულში.

აღსანიშნავია, რომ აბუ დაბი რეიტინგში შარშანდელთან შედარებით სამი ადგილით დაწინაურდა და რეიტინგში მე-10 ადგილი დაიკავა. ანალიტიკოსების აზრით, არაბეთის გაერთიანებული საამიროების დედაქალაქმა თავისი პოზიცია ციფრული ტრანსფორმაციის პროგრამის წყალობით გააუმჯობესა.

დუბაიმ ასევე გააუმჯობესა რეიტინგი 142 ქალაქის სიაში და შარშან მე-17 ადგილიდან მე-12 ადგილზე ავიდა.

რიადი ხუთი პოზიციით დაწუნაურდა დარეიტინგში 25-ე ადგილი დაიკავა, ხოლო მექა და ჯედა 52-ე და 55-ე ადგილზე არიან. დოჰა 11 ადგილით დაწინაურდა და 59-ე ადგილი დაიკავა, მუსკატი კი 88-ე ადგილზეა.