მსოფლიოს საუკეთესო „ლოუკოსტერად“ მალაიზიური ავიაკომპანია AirAsia აღიარეს. „World’s Best Low-Cost Airlines 2019“-ი ბრიტანულმა კონსალტინგურმა კომპანია Skytrax-მა გამოაქვეყნა, რომელმაც რეიტინგი 100-ზე მეტ ქვეყანაში 21,65 მლნ მგზავრის გამოკითხვის შედეგად შეადგინა. გამოკითხვა კი 2018 წლის სექტემბრიდან 2019 წლის მაისის ბოლომდე მიმდინარეობდა.
მსოფლიოს საუკეთესო „ლოუკოსტერების“ რეიტინგში მეორე ადგილზე ავიაკომპანია EasyJet-ია, ხოლო მესამეზე Norwegian-ი. აღსანიშნავია, რომ საუკეთესო “ლოუკოსტერების” TOP-20-დან საქართველოს ავიაბაზარზე მხოლოდ ერთი – Flynas-ი ოპერირებს.
World’s Best Low-Cost Airlines 2019
1. AirAsia
2. EasyJet
3. Norwegian
4. Southwest Airlines
5. AirAsia X
6. Jetstar Airways
7. WestJet
8. IndiGo
9. Ryanair
10. Eurowings
11. Scoot
12. Jetstar Asia
13. PAL Express
14. Peach
15. Vueling Airlines
16. Air Canada rouge
17. LEVEL
18. Jet2.com
19. Flynas
20. Citilink