ბრიტანულმა კონსალტინგურმა კომპანია Skytrax-მა მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიების რეიტინგი შეადგინა. რეიტინგის სათავეში ავიაკომპანია Qatar Airways-ი მოექცა, რომელიც საქარველოს ავიაბაზარზეც ოპერირებს.

რეიტინგში მეორე ადგილზეა Singapore Airlines-ი, ხოლო მესამეზე ავიაკომპანია – ANA (All Nippon Airways).

2018 წლის მონაცემებით მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანია Singapore Airlines-ი იყო, ხოლო მეორე ადგილს Qatar Airways-ი იკავებდა. 2019 წლის მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიების რეიტინგში მესამე პოზიცია 2018 წლის იდენტურია.

მაშ ასე, მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიების TOP-10-ში მოხვდნენ ასევე, Cathay Pacific Airways-ი, Emirates-ი, EVA Air-ი, Hainan Airlines-ი, Qantas Airways-ი, Lufthansa და Thai Airways-ი.

ევროპის საუკეთესო ავიაკომპანიად კი Lufthansa აღიარეს. ჩრდილოეთ ამერიკის მასშტაბით საუკეთესო ავიაკომპანიად  Air Canada დაასახელეს, ხოლო სამხრეთ ამერიკაში საუკეთესო ავიაკომპანიად LATAM-ი მიიჩნიეს.

რეიტინგის თანახმად, აზიაში საუკეთესო Singapore Airlines-ია, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების საუკეთესო ავიაკომპანიად Qatar Airways-ი დასახელდა, ხოლო აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში საუკეთესოდ Qantas Airways-ი მიიჩნიეს. აფრიკაში კი ლიდერის პოზიცია Ethiopian Airlines-მა მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ Skytrax-მა რეიტინგი 100-ზე მეტ ქვეყანაში 21,65 მლნ მგზავრის გამოკითხვის შედეგად გამოავლინა. გამოკითხვა კი 2018 წლის სექტემბრიდან 2019 წლის მაისის ბოლომდე მიმდინარეობდა.