ამერიკული ჟურნალი Condé Nast Traveler-ი Readers’ Choice Awards-ის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიის TOP-20 უკვე ცნობილია.
Readers’ Choice Awards-ის შედგენაში მონაწილეობა სულ 420 ათასმა მკითხველმა მიიღო. მათ საკუთარი აზრი დააფიქსირეს და საუკეთესო ავიაკომპანიები გამოავლინეს. ჟურნალი მსგავს რეიტინგს ყოველწლიურად აქვეყნებს.
Condé Nast Traveler-ის მკითხველთა აზრით, მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანია Singapore Airlines-ია.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიების TOP-20-დან 8 ავიაკომპანია საქართველოს ავიაბაზარზე უკვე ოპერირებს.
მაშ ასე, მსოფლიო ავიაბაზრის საუკეთესო TOP-20 მოთამაშის რეიტინგი ასე გამოიყურება:
- Singapore Airlines

- Emirates

- Qatar Airways

- Air New Zealand

- Aegean Airlines

- Etihad Airways

- Korean Air

- Virgin Atlantic

- Cathay Pacific

- Lufthansa

- Turkish Airlines

- EVA Air

- Swiss

- Qantas

- KLM

- SAS Scandinavian Airlines

- Air France

- Aer Lingus

- British Airways

- Icelandair













