ბრიტანულმა სააგენტო Skytrax-მა მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიების ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა. 2023 წელს ავიაკომპანიებს შორის ლიდერი შეიცვალა.

Skytrax-მა რეიტინგი მომხმარებელთა ონლაინ გამოკითხვების შედეგად შეადგინა, რომელიც 2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის მაისამდე მიმდინარეობდა.

„Singapore Airlines 2023 წლის World Airline Awards-ზე მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიად აღიარეს. ეს დაჯილდოების 23-წლიან ისტორიაში მეხუთე შემთხვევაა“, – ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

მეორე ადგილი დაიკავა Qatar Airways-მა, მესამე ANA All Nippon Airways-მა, მეოთხე Emirates-მა და მეხუთე ადგილზე Japan Airlines-ი მოხვდა.

გარდა ამისა, Turkish Airlines-ი დომინირებს ევროპაში, ავიაკომპანიამ მოიპოვა ოთხი ჯილდო, მათ შორის “ევროპის საუკეთესო ავიაკომპანიის” ტიტული.

TOP-10 საუკეთესო ავიაკომპანია მსოფლიოში:

1. Singapore Airlines;

2. Qatar Airways;

3. ANA All Nippon Airways;

4. Emirates;

5. Japan Airlines;

6. Turkish Airlines;

7. Air France;

8. Cathay Pacific;

9. EVA Air;

10. Korean Air;

აღსანიშნავია,რომ, მიმდინარე რეიტინგში Qantas Airways-ის პოზიციები შესუსტდა. უმსხვილესი ავსტრალიური ავიაკომპანია გასული წელის მე-5 პოზიციიდან წელ 12 პუნქტით ჩამოქვეითდა და რეიტინგში მე-17 ადგილი დაიკავა.

11. Hainan Airlines

12. Swiss Int’L Air Lines

13. Etihad Airways

14. Iberia

15. Fiji Airways

16. Vistara

17. Qantas Airways

18. British Airways

19. Air New Zealand

20. Delta Air Lines

2023 წლის TOP-20 ავიაკომპანიას შორის ვეღარ მოხვდნენ: გერმანული Lufthansa (წელს ის 21-ე ადგილზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ გასულ წელთან შედარებით რეიტინგში მისი პოზიცია 6 პუნქტით ჩამოქვეითდა); British Virgin Atlantic-ი (2023 წლის რეიტინგში ავიაკომპანია 22-ე ადგილზე, გასული წლის რეიტინგთან შედარებით მისი პოზიცია 3 პოზიციითაა დაქვეითებული); ჰოლანდიური KLM Royal Dutch Airlines-ი (ამჯერად 25 ადგილზე, მისი პოზიცია 8 პოზიციითაა ჩამოქვეითებული) და ჩინური China Southern Airlines-ი (26-ე პოზიცია, გასულ წელთან შედარებით მისი რეიტინგში 13 პოზიციითა ჩამოქვეითებული).