ავიაკომპანია Air Malta საქართველოს ავიაბაზარზე ჩარტერული რეისებით ბრუნდება. როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში განმარტავენ, Air Malta-ს ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე თბილისის მიმართულებით 4 ჩარტერულ რეისს განახორციელებს. რეისები შესრულდება 24 და 31 აგვისტოს და 7 და 14 სექტემბერს.

ამ დროისათვის ავიაბილეთები არც ავიაკომპანიის და არც „ამადეუსის“ სისტემებში არ იძებნება, თუმცა TKT.ge Air Malta-ს რეისებზე ავიაბილეთებს მგზავრებს უკვე სთავაზობს.

აღსანიშნავია, რომ წლებია Air Malta თბილისის მიმართულებით ზაფხულში რამდენიმე ჩარტერულ ფრენას ასრულებს.