ავიაკომპანია Emirates Airlines-ი, რომელიც დუბაიში ბაზირებული ავიაგადამზიდავია, უსაფრთხო ავიაკომპანიების რეიტინგში პირველ ადგილზეა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას dpa-international-ი, ჰამბურგის საავიაციო უსაფრთხოების ბიუროს JACDEC-ის მიერ ჟურნალ Aero International-თან თანამშრომლობით მომზადებულ რეიტინგზე დაყრდნობით ავრცელებს.
95,05%-იანი ინდექსით Emirates-მა გადაუსწრო KLM-ს (93,31%), JetBlue-ს (91,61%), Delta-ს (91,55%) და EasyJet-ს (91,28%). სულ მთლიანობაში რეიტინგისთვის 25 ავიაკომპანიის უსაფრთხოება შედარდა.
Emirates Airlines-ი ამ რეიტინგში ზედიზედ მესამე წელია პირველ ადგილზეა.
ასევე აღნიშნულია, რომ JACDEC-მა რეგიონული რეიტინგი პირველად გამოაქვეყნა. ევროპაში KLM (93,31%) პირველ ადგილზეა. მეორე და მესამე ადგილებზე კი Finnair (93,16) და Air Europa (93,12%) არიან.
შეგახსენებთ, რომ 2021 წელს Qatar Airways-ი გახდა საუკეთესო ავიაკომპანია ავსტრალიის საავიაციო უსაფრთხოებისა და პროდუქტის ხარისხის სააგენტოს AirlineRatings-ის მიერ წარმოებული რეიტინგის მიხედვით, რომელმაც ეს ტიტული COVID-19 პანდემიის პირობებში რეისების შენარჩუნების, ინოვაციების, ახალი პროდუქტებისა და საბორტე მომსახურების მაღალი ხარისხის წყალობით მოიპოვა.