ანალიტიკურმა კომპანია ForwardKeys-მა მსოფლიოს ყველაზე დატვირთული აეროპორტების რეიტინგი გაასაჯაროვა, რომლის ნახევარზე მეტიც ევროპაში მდებარეობს.

რეიტინგის შესადგენად ForwardKeys-ის სპეციალისტებმა შეისწავლეს ფრენების და მგზავრების რაოდენობა, რომლებსაც მსოფლიოში პოპულარული აეროპორტები ემსახურებიან. პირველ სამეულში მოხვდნენ დუბაის, ლონდონისა და პარიზის აეროპორტები.

ყველაზე დატვირთული ათი აეროპორტის ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

  • Dubai airport,
  • London Heathrow Airport,
  • Charles de Gaulle Airport,
  • Amsterdam Airport Schiphol,
  • Changi International Airport,
  • ​​​​​​​Istanbul Airport,
  • ​​​​​​​Incheon International Airport,
  • ​​​​​​​Frankfurt Airport,
  • ​​​​​​​Hamad International Airport,
  • ​​​​​​​Adolfo Suarez Madrid-Barajas Airport.

რეიტინგში შემდეგ მოდიან შემდეგი აეროპორტები – London Gatwick Airport, Barcelona-El Prat Airport, Dublin Airport, Leonardo da Vinci-Fiumicino Airport და Franz Josef Strauss Airport.