გლობალური საჰაერო სამგზავრო გადაზიდვები სრულად აღდგება 2024 წლის დასაწყისში, – აღნიშნულია აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს (ACI) უახლეს კვარტალურ ანგარიშში.

წარმოდგენილი კვლევის ძირითადი დასკვნები:

— 2023 წელს გლობალური სამგზავრო ტრაფიკი 8,6 მილიარდ მგზავრს მიაღწევს, რაც 2019 წლის დონის 94,2% იქნება.
— მოსალოდნელია, რომ 2024 წელი მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება გლობალური სამგზავრო ტრაფიკის აღდგენის საქმეში: ის მიაღწევს 9,4 მილიარდ მგზავრს, რაც გადააჭარბებს 2019 წლის მაჩვენებელს, როდესაც გლობალური მგზავრთნაკადი 9,2 მილიარდი იყო (პანდემიამდელი დონის 102,5%).
— დაკარგული ტრაფიკის პროცენტული მაჩვენებელი კვარტალურად იკლებს: −23%-დან 2023 წლის პირველ კვარტალში −13%-მდე 2024 წლის მეოთხე კვარტალში (Business as Usual (BAU) forecast 2019-ის მიხედვით).
— ლათინური ამერიკა და კარიბის ზღვის რეგიონი იქნება პირველი, ვინც გადააჭარბებს 2019 წლის დონეს. 2023 წელს აქ მგზავრთა მოძრაობა 707 მილიონ მგზავრს მიაღწევს, რაც პანდემიამდელი დონის 102,9%-ს შეადგენს.
— მიუხედავად იმისა, რომ აზია-წყნარი ოკეანის რეგიონმა 2023 წლის პირველ ნახევარში მგზავრთა გადაზიდვის მნიშვნელოვანი ნახტომი აჩვენა, თუმცა აღდგენა მნიშვნელოვნად შენელდება წლის მეორე ნახევარში მოსალოდნელი ეკონომიკური პრობლემებისა და უცხოურ ტურიზმში დაბრკოლებების გამო.
2024 წელს, ექსპერტების აზრით, რეგიონში დაახლოებით 3,4 მილიარდი მგზავრი იქნება, რაც 2019 წლის დონის 99,5%-ს შეადგენს.

„გლობალური საჰაერო მგზავრთნაკადი 2023 წლის ბოლოსთვის ახლოს იქნება პანდემიამდელ დონეებთან დაბრუნებასთან, ყველა რეგიონი ამ ეტაპს მიაღწევს 2024 წლისთვის“, – თქვა ACI World-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ლუის ფელიპე დე ოლივეირამ.