სამწუხარო ამბავი ავიაციისა და კოსმოსის მოყვარულთათვის მთელს მსოფლიოში. NASA-მ და გერმანიის კოსმოსურმა სააგენტომ DLR-მ გადაწყვიტეს, რომ საჰაერო ხომალდი SOFIA ფრენებს მიმდინარე წლის სექტემბერში შეწყვეტს. ამ გადაწყვეტილების საფუძველი გახდა აშშ-ს „ეროვნული აკადემიის“ შეფასება, რომ მიღებული სამეცნიერო მონაცემები აღარ ამართლებს საოპერაციო ხარჯებს.
მსოფლიოს უდიდესმა მფრინავმა ობსერვატორიამ SOFIA (Stratospheric Observatory for Infrared Astronomy, Stratospheric Observatory for Infrared Astronomy), რომელიც არის მოდიფიცირებული ვარიანტი Boeing 747SP-ისა (საბორტე ნომერი N747NA), 800-ზე მეტი ფრენა შეასრულა. 2019 წელს SOFIA-ს დახმარებით მეცნიერებმა აღმოაჩინეს პირველი ჰელიუმის ჰიდრიდის მოლეკულა, რომელიც ჩამოყალიბდა სამყაროში თითქმის 14 მილიარდი წლის წინ.
45 წლის Boeing 747SP 1977 წელსაა აშენებული. ის თავდაპირველად ავიაკომპანია PanAm სამგზავრო თვითმფრინავი იყო, სახელად Clipper Lindbergh. ხოლო 1997 წელს 747SP გახდა „მფრინავი ტელესკოპი“. უნიკალური თვითმფრინავის შემდგომი ბედი ჯერჯერობით უცნობია.