მოსკოვი-ერევნის მიმართულებაზე ავიაბილეთის საშუალო ღირებულებამ აგვისტოს თვეზე 15 109 რუბლი შეადგინა, რაც 43,8%-ით მეტია 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებზე. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას TourDom ავრცელებს, რომელიც წერს, რომ რუსეთის მიერ საქართველოსთვის დაწესებული ავიასანქციების შემდეგ, მოსკოვი-ერევნის მიმართულებაზე ავიაბილეთების ფასის მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა.
რუსი ტურისტების უმეტესობა, რომელთაც საქართველოში სურთ მოხვედრა ავიაბილეთს ევრენამდე ყიდულობენ, ხოლო ერევნიდან საქართველოს კურორტების მიმართულებით ავტობუსით გადაადგილდებიან.
იმავდროულად, სანტ-პეტერბურგიდან თბილისის მიმართულებით ავიაბილეთის ფასი (გადაჯდომით) აგვისტოში დაგეგმილ რეისებზე 69.2%-ითაა გაძვირებული და საშუალოდ 15 248 რუბლია.