მოსალოდნელი გაფიცვების ფონზე Air France-KLM-ის აქციები, 13 აგვისტოს, 5%-ით გაუფასურდა და თითო აქცია 8.5 ევროს დონეზე ივაჭრება.
სწორედ ასეთი რეაგირება ქონდათ ინვესტორებს პილოტთა ნაციონალურ სინდიკატის (SNPL) ხელმძღვანელის ფილიპ ევანას, 11 აგვისტოს გაკეთებულ განცხადებაზე, რომელმაც Le Parisien-თან საუბარში თქვა, რომ თუ კი Air France-KLM-ის ხელმძღვანელობა მოლაპარაკებების მაგიდასთან არ დაბრუნდება და პილოტებს ხელფასები არ გაუზრდის, მაშინ პროფესიული გაერთიანება პილოტთა 15 დღიან გაფიცვას დააორგანიზებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ Air France-KLM-ი მოლაპარაკებებს ვერ ახერხებს ასევე ბორგამყოლებთანაც. გასული წლის შემოდგომაზე ავიაკომპანიას ბორგამყოლთა 15 დღანი გაფიცვა 335 მლნ ევრო დაუჯდა. აღსანიშნავია ისიც, რომ წლის დასაწყისიდან დღემდე Air France-KLM-ის აქციები 40%-ითაა გაიაფებული.