Boeing-ის 2024 წლის Commercial Market Outlook-ის თანახმად, ჩინეთი 2043 წლისთვის თვითმფრინავების ფლოტს გააორმაგებს. სამგზავრო და საჰაერო სატვირთო გადაზიდვებზე მზარდი მოთხოვნის ფონზე საავიაციო ინდუსტრია ქვეყანაში სწრაფად ვითარდება.
„ჩინეთის კომერციული საავიაციო ბაზარი აგრძელებს გაფართოებას, რაც განპირობებულია ეკონომიკური ზრდისა და შიდა ავიაკომპანიების განვითარებით“, – განაცხადა Boeing-ის კომერციული მარკეტინგის ვიცე-პრეზიდენტმა დარენ ჰულსტმა.
ჩინეთის ავიაფლოტი წელიწადში 4,1%-ით გაიზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ 2043 წლისთვის 9,740 თვითმფრინავამდე უნდა გაიზარდოს და მისი წლიური სამგზავრო ტრაფიკის ზრდა 5,9%-ით გადააჭარბებს გლობალურ საშუალო 4,7%–იან ზრდას. ავტორები განმარტავენ, რომ მგზავრთა ტრაფიკის მოცულობა ასევე აჩვენებს პოზიტიურ ტენდენციებს, რადგან ავიაკომპანიები აფართოებენ თავიანთ ქსელებს, აკავშირებენ დიდ ჰაბებს პატარა ქალაქებთან.
ჩინეთს ექნება მსოფლიოში ყველაზე დიდი ფართო ფიუზელაჟიანი ფლოტი, 1575 ახალი ფიუზელაჟიანითვითმფრინავის მოთხოვნით. ჩინეთის სატვირთო ფლოტი თითქმის სამჯერ გაიზრდება. მოთხოვნა სტიმულირდება ელექტრონული კომერციის მზარდი სექტორით.
ქვეყნის საავიაციო ინდუსტრიას დასჭირდება დაახლოებით 430 000 ახალი თანამშრომლის დაქირავება და მომზადება – პილოტები, ტექნიკური მომსახურების სპეციალისტები და ბორტგამცილებელი.
ჩინეთი Boeing-ის თვითმფრინავის ნაწილების უმსხვილესი მომხმარებელია. ჰოლდინგის 10 ათასზე მეტი თვითმფრინავი აქ წარმოებული ნაწილებით დაფრინავს.