მოლდოვის პრეზიდენტის იგორ დოდონის განცხადებით, ქვეყანამ შესაძლოა მფლობელობაში დაიბრუნოს ფლაგმანური ავიაკომპანია Air Moldova და ასევე შევიდეს კიშინიოვის საერთაშორისო აეროპორტში მართვის უფლებით.
ოქტომბერში რუმინულმა კომპანია „სამოქალაქო ავიაციის ჯგუფმა“ (Civil Aviation Group) დავალიანებების მქონე Air Moldova -ი 1.2 მილიარდი მოლდოვურ ლიდ (67.8 მილიონი აშშ დოლარი / 61 მილიონი ევრო) იყიდა. თვის დასაწყისში, დოდონმა ეჭვი გამოთქვა გარიგების კანონიერების შესახებ. პრეზიდენტი მაშინ ამტკიცებდა, რომ გარიგების დაფინანსების წყარო გაურკვეველი იყო.
კიშინიოვის აეროპორტი Avia Invest-ის მართვის ქვეშ იმყოფება, რომელიც თავის მხრივ არის რუსული კომპანია Kolomna Locomotive Works და ხაბაროვსკის აეროპორტის კონსორციუმი, რომელმაც აეროპორტზე მართვის უფლება 2013 წელს, 49 წლიანი ვადით მოიპოვა.
”ვფიქრობ, რომ ამ შემოდგომაზე საპარლამენტო კომისიამ, რომელიც ამ საკითხზე მუშაობს, უნდა მოახდინოს საკითხის ინიცირება, რათა ისინი (ავიაკომპანია და აეროპორტი რედ.) დაუბრუნდნენ სახელმწიფოს.“ – განაცხადა ერთ-ერთი პირდაპირი ეთერის დროს მოლდოვის პრეზიდენტმა. მანვე დასძინა, რომ მოლდოვამ უნდა დაიბრუნოს კონტროლი ეარ მოლდოვაზე და კიშინიოვის აეროპორტზე.
როგორც მოლდოვის სახელმწიფო ქონების სააგენტომ (APP) ადრე განაცხადა, „სამოქალაქო ავიაციის ჯგუფში“ შედიან რუმინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Blue Air და ორი კერძო პირი, რომლებიც არიან მოლდოვის მოქალაქეები. ერთ-ერთ მათგანს აქვს ოც წლიანი გამოცდილება ავიაციაში და არის ქართული ჩარტერული ავიაკომპანია AMS Airlines-ის თანამფლობელი. ხოლო მეორე არის ფინანსური ექსპერტი და საკონსულტაციო კომპანიის პრეზიდენტი შეერთებულ შტატებში.